"უატფორდის" ლიდერი ვარჯიშზე უარს ამბობს !

20-05-2020, 03:32

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მიმდინარე სეზონის პრემიერ ლიგის განახლების იდეას ფეხბურთელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისური "უატფორდის" თავდამსხმელმა და ლიდერმა, ტროი დინმა, სავარჯიშო სესიაში მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვა.

ცნობების მიხედვით, მოთამაშე მთავარ მიზეზად, 5 თვის შვილის ჯანმრთელობას (ფილტვების დაავადება) და კორონავირუსით დაინფიცირებასთან დაკავშირებულ რისკებს ასახელებს.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ჩემპიონატის დაწყების თარიღად, ივნისი სახელდება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კობიაშვილი: "ვაისი სამი თვის ხელფასს არ აიღებს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით