"მანჩესტერ სიტი" სილვას კონტრაქტს 2 თვით გაუხანგრძლივებს !

20-05-2020, 12:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ სიტი" მისი ესპანელი ლეგენდის, დავიდ სილვას გუნდიდან გაცილებას გულშემატკივრებთან ერთად გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იმ მიზნით, რომ ნახევარმცველმა უკანასკნელი მატჩი პრემიერ ლიგის ბოლო ტურში ჩაატაროს, "ქალაქელები" მას კონტრაქტს 2 თვით გაუხანგრძლივებენ.

ცნობების მიხედვით, სილვამ ახალ ხელშეკრულებაზე თანხმობა უკვე განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშე მომდევნო სეზონიდან, "ლას პალმასის" რიგებში იასპარეზებს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შენგელია ევროლიგის ორ სიმბოლურ გუნდში მოხვდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით