კალაძის უდიდესი დაფასება, იტალიაში ქართველს საპატიო ადგილი მიუჩინეს

20-05-2020, 13:56

ცნობილმა იტალიურმა საფეხბურთო გამოცემა Football Italia-მ საქართველოს ნაკრებისა, "მილანისა" და "ჯენოას" მცველი კახა კალაძე აღმოსავლეთევროპელი ფეხბურთელებისგან დაკომპლექტებულ სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.

გამოცემამ კალაძე ძალიან კარგად დაახასიათა და კარლო ანჩელოტის ფორმაციის "მილანისთვის" ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურად მიიჩნია.

სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება:

მეკარე: სამირ ჰანდანოვიჩი (უდინეზე, ინტერი)

მცველები: კახა კალაძე (მილანი, ჯენოა), კრისტიან კივუ (რომა, ინტერი), სინიშა მიხაილოვიჩი (რომა, სამპდორია, ლაციო, ინტერი)

ნახევარმცველები: ზვონიმირ ბობანი (მილანი), დეიან სტანკოვიჩი (ლაციო, ინტერი), ვლადიმირ იუგოვიჩი (სამპდორია, იუვენტუსი, ლაციო, ინტერი), პაველ ნედვედი (ლაციო, იუვენტუსი), დეიან სავიჩევიჩი (მილანი), ზბიგნევ ბონეკი (იუვენტუსი, რომა)

თავდამსხმელი: ანდრეი შევჩენკო (მილანი)

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

სუპერ ინფორმაცია: რომელმა კლუბმა გაუკეთა ოფიციალური შეთავაზება შოთა არველაძეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით