მემფის დეპაი "ლიონის" დატოვებასთან ახლოსაა

20-05-2020, 15:03

ანტე რებიჩის მილანური მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშაა, რადგან ხორვატი თავდამსხმელი რალფ რანგნიკის ფილოსოფიას კარგად ვერ ერგება, ამიტომ "Gazzetta dello Sport"-ის მტკიცებით, "როსონერი" მემფის დეპაის ვარიანტს მიუბრუნდა.

ლომბარდიული გრანდი ნიდერლანდელი შემტევის გადაბირებას 2018 წელსაც ცდილობდა, თუმცა ტრანსფერი ვერ შედგა. ზემოთ ხსენებული გამოცემა კი იუწყება, რომ რანგნიკი დეპაის კანდიდატურას დათანხმდა.

გარდა ამისა "ლიონი" საფრანგეთში უკვე დასრულებული სეზონის გამო ევროტურნირებზე ვერ მოხვდა და ფინსანსური პრობლემები აქვს. მემფისის გაყიდვა კი ფრანგებისათვის კრიზისიდან ამოსვლის ერთ-ერთი მთავარი გამოსავალი იქნება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შენგელია ევროლიგის ორ სიმბოლურ გუნდში მოხვდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით