აგენტმა ნეიმარის სატრანსფერო მომავლის შესახებ ისაუბრა

20-05-2020, 17:21

"პარის სენტ-ჟერმენის" ბრაზილიელი მეგავარსკვლავის, ნეიმარ ჟუნიორის აგენტმა, ვაგნერ რიბეირომ განაცხადა, რომ 28 წლის გარემარბის მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე "კამპ ნოუზე" დაბრუნება პრაქტიკუალად წარმოუდგენელია.

"ვფიქრობ, ნეიმარი "პსჟ-ში" დარჩება, რადგან ბაზარი შეიცვალა. საფეხბურთო სამყაროს ეკონომიკა ისეთივე აღარაა.

მადრიდში რამდენჯერმე ვიყავი, რადგან ფლორენტინო პერესს ნეის "რეალში" მიყვანა სურდა.

წინა წლის მაისში "ბლანკოსის" პრეზიდენტის კაბინეტში გახლდით. პერესმა გამანდო, რომ ნეიმარის ტრანსფერი მისი ოცნება იყო." - განაცხადა რიბეირომ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით