"ბაიერნმა" კოუტინიოს შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

20-05-2020, 19:50

Mundo Deportivo იტყობინება, რომ მიუნხენის "ბაიერნს" ბრაზილიელი ნახევარმცველის, ფილიპე კოუტინიოს შენარჩუნება დამატებით ორი თვით სურს.

მოგეხსენებათ, რომ "ბარსელონას" 27 წლის ვირტუოზი "ალიანც არენაზე" ივნისამდე ჰყავდა განათხოვრებული.

"რეკორდმაისტერს" კოუს გამოსყიდვა ფიქრადაც არ მოსდის, ამიტომ მას კატალონიაში დაბრუნება ძალიან მალე მოუწევდა, მაგრამ ვითარება შეიცვალა.

კორონავირუსის პანდემიის გამო საფეხბურთო სეზონის დამთავრება აგვისტოს ბოლომდე გაიწელება, ამიტომ ბავარიელებს სურთ, რომ ფილი კიდევ ცოტა ხნით შეინარჩუნონ.

მოსალოდნელია, რომ ამ შეთავაზებას "ბლაუგრანაშიც" დასთანხმდებიან.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კობიაშვილი: "ვაისი სამი თვის ხელფასს არ აიღებს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით