ჯანო ანანიძის ქართულ კლუბში ტრანსფერი რეალური გახდა, როგორია ბოლო ცნობები

20-05-2020, 20:47

გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ჯანო ანანიძისა და ბათუმის "დინამოს" შორის მოლაპარაკება დასასრულს უახლოვდება და შედეგი ცნობილი უახლოეს დღეებში გახდება.

ბათუმში იმედი აქვთ, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს უახლოეს პერიოდში მედიას წარუდგენენ. საქართველოს ვიცე-ჩემპიონი, ნაკრების 27 წლის ფეხბურთელი წელიწადნახევრიან კონტრაქტს სთავაზობს.

ჯანო ანანიძე ბოლოს კვიპროსულ კლუბში, ფამაგუსტას "ანორთოსისში" ირიცხებოდა, მაგრამ გუნდი პანდემიის პერიოდში დატოვა და როგორც ჩანს, ჯერ კიდევ მაშინ გადაწყვიტა, რომ კვიპროსში აღარ დაბრუნდებოდა.

Transfermarket-ი  ანანიძეს 650 ათას ევროდ აფასებს, მაგრამ შეთანხმების შემთხვევაში, ანანიძე ბათუმის "დინამოში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა, რადგან "ანორთოსისთან" კონტრაქტის ვადა მაისის ბოლოს ეწურება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

ოქრიაშვილი ტრამვირებულია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით