გიგა ჭიკაძე: "მინდა UFC-ის პრეზიდენტს ერთი რამ ვთხოვო"

20-05-2020, 21:19

ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ ირვინ რივერა დაამარცხა და UFC-ში მესამე ბრძოლა მოიგო.

ბრძოლს შემდეგ ქართველი მებრძოლი მედიის წარმომადგენლებს გაესაუბრა.

"მინდა, UFC-ის პრეზიდენტს ვთხოვო, რომ ერთი ღონისძიება საქართველოშიც ჩაატაროს. მიხარია, რომ ჩემს ქვეყანაში სპორტის ეს სახეობა პოპულარული ხდება. დანა, მადლობა ყველაფრისთვის, რასაც ამ სპორტის გამო აკეთებ".

"მსურს, რომ საუკეთესო ბრძოლები სახელოვანი მეტოქეების წინააღმდეგ გავმართო. შემიძლია, რომ ჩემი შესაძლებლობები უფრო დიდ აუდიტორიას ვანახო", - განაცხადა გიგამ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

სუპერ ინფორმაცია: რომელმა კლუბმა გაუკეთა ოფიციალური შეთავაზება შოთა არველაძეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით