"ეს იყო შეუძლებელი, მაგრამ კალაძემ ეს შეძლო"

20-05-2020, 22:04

როგორც მოგეხსენებათ, გავლენიანმა იტალიურმა გამოცემა Football Italia-მ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ფეხბურთელებისგან სერია ა-ს ყველა დროის სიმბოლური გუნდი შეადგინა, რომლის შემადგენლობაშიც "მილანის" ყოფილი მცველი კახა კალაძეც მოხვდა.

"კახა კალაძე კარლო ანჩელოტის "მილანის" ერთ-ერთი დაუფასებელი მეომარია. ქართველი იყო ძლიერი და გონიერი ფეხბურთელი, მაგრამ მისი საუკეთესო თვისება, ალბათ, მრავალფეროვნება გახლდათ, რამაც საშუალება მისცა, დაცვითი ხაზის ყველა როლი მოერგო და "შავწითელის" შემადგენლობაში 284 მატჩი ჩაეტარებინა იმ პერიოდში, როდესაც ძირითად შემადგენლობაში კონკურენციის გაწევა პაოლო მალდინისთან, ალესანდრო ნესტასთან, მარკოს კაფუსთან და იაპ სტამთან უწევდა".

"ამ სიაში კალაძის მოხვედრა იმის გამოც არის გამართლებული, რომ მან "მილანთან" ერთად ყველა ტიტული მოიგო, მათ შორის სკუდეტო, ორჯერ ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი", - წერს გამოცემა კალაძის შესახებ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

სუპერ ინფორმაცია: რომელმა კლუბმა გაუკეთა ოფიციალური შეთავაზება შოთა არველაძეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით