სანე "ბაიერნში" გადასვლისთვის დიდ დათმობაზე მიდის

20-05-2020, 21:38

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი ლეროი სანე იმდენად არის დაინტერესებული მიუნხენურ კლუბში გადასვლით, რომ ზად არის სერიოზულ კომპრომისებზე წავიდეს.

Bild-ის ინფორმაციით, "ბაიერნის" ფორმის მორგების სანაცვლოდ სანე თანახმაა, რომ ახლანდელი ხელფასის 30 პროცენტს შეელიოს. მიუნხენელებს კი ისღა რჩებათ, რომ ინგლისურ კლუბთან ტრანსფერის თანხა შეათანხმონ.

ლეროი სანეს კონტრაქტი "მანჩესტერ სიტისთან" 2021 წლამდეა ძალაში. შესაბამისად, ინგლისელებს უნდა აწყობდეთ, რომ მიუნხენურ კლუბთან ხელსაყრელ შეთანხმებას მიაღწიონ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რა გააკეთეს შაქარაშვილის თანაგუნდელებმა მისი გარდაცვალების შემდეგ ჩატარებულ პირველ მატჩში (ფოტოები)

დაგვიმეგობრდით