"რეალის" მთავარი სატრანსფერო სამიზნე ჰავერცია

20-05-2020, 23:17

ესპანური პრესის ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" "ლევერკუზენის" ნახევარმცველით კაი ჰავერცით სერიოზულად დაინტერესდა. უფრო მეტიც, ირკვევა, რომ
"სამეფო კლუბის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ჰავერცი უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბის პრიორიტეტულ სამიზნედ აქცია.

ჰაერცის ძალიან კარგი სტატისტიკა აქვს. ბუნდესლიგის განახლების შემდეგ ჩატარებულ პირველ მატჩში, ჰავერცმა "ვერდერის" წინააღმდეგ (4:1) დუბლი შეასრულა.

ადრე დაიწერა, რომ 20 წლის გერმანელის ხელში ჩაგდებას "ბარსელონაც" ეცდება, რომელიც მზადაა ჰავერცის გამო სამი ფეხბურთელი დათმოს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

შენგელია ევროლიგის ორ სიმბოლურ გუნდში მოხვდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით