კავანი "ინტერს" უახლოვდება !

21-05-2020, 03:10

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ურუგვაელ ვარსკვლავს, ედინსონ კავანის, ახალი მსურველი გამოუჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 32 წლის თავდამსხმელი ამჯერად, მილანის "ინტერის" იტალიელი ხელმძღვანელის, ანტონიო კონტეს სატრანსფერო რადარზე გამოჩნდა.

ცნობების მიხედვით, "ნერაძური" მზადაა კავანის სანაცვლოდ, 65 მილიონი ევრო გაიმეტოს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის შეძენა ამასთან ერთად, ლონდონის "ტოტენჰემს" სურს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რა გააკეთეს შაქარაშვილის თანაგუნდელებმა მისი გარდაცვალების შემდეგ ჩატარებულ პირველ მატჩში (ფოტოები)

დაგვიმეგობრდით