ჟირუმ "ჩელსისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა !

21-05-2020, 12:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "ჩელსის" ფრანგი თავდამსხმელის, ოლივიე ჟირუს სატრანსფერო საგა დასრულდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიუხედავად კლუბის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტისა და უთანხმოებისა, მოთამაშე კვლავ "არისტოკრატთა" რიგებში დარჩება.

ცნობების მიხედვით, ჟირუ ლონდონური კლუბის მაისურით, კიდევ მინიმუმ 18 თვის განმავლობაში იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული შემტევის გადაბირებით ამჟამად ყველაზე მეტად, მილანის "ინტერია" დაინტერესებული.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით