ტოდიბო "ბარსელონას" დაემშვიდობება

21-05-2020, 14:33

ესპანური გამოცემა "Sport" საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც პირველი ფეხბურთელი, რომელიც ზაფხულში "ბარსას" დატოვებს ჟან კლერ ტოდიბოა.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი მცველი ამჟამად "შალკეში" იჯარის წესით ასპარეზობს და დიდი ალბათობით, ის კარიერას სწორედ გერმანულ კლუბში გააგრძელებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ "ბლაუგრანა" მისი გაყიდვით დიდ მოგებას ნახავს, რადგან ის 1 მილიონად იყიდა, ახლა კი მისი ფასი 25 მილიონზე მეტია.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კობიაშვილი: "ვაისი სამი თვის ხელფასს არ აიღებს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით