გაბრიელ მეგალჰაესი ევროპული გრანდების რადარზეა

21-05-2020, 15:21

ედერ მილიტაოს არც თუ ისე კარგი მატჩები და დაიო უპამეკანოს მაღალი ფასი "რეალს" აიძულებს, რომ სხვა ცენტრალური მცველი ეძებოს. სერხიო რამოსი უკვე 34 წლისაა და მას შემცვლელი სჭირდება, "რეალი" მის ჩანაცვლებას ედერ მილიტაოთი გეგმავდა, თუმცა ბრაზილიელ მცველს "პორტუს" შემდეგ კარიერა კარგად ვერ აეწყო.

"ლოს ბლანკოსი" დაიო უპამეკანოს შეძენასაც გეგმავდა, თუმცა "ლაიფციგი" ფრანგ მცველში საკმაოდ დიდ თანხას ითხოვს. აქედან გამომდინარე, "რეალმა" უფრო იაფიანი კანდიდატების ძებნა დაიწყო. ესპანური გუნდი "ლილის" 22 წლის ბრაზილიელი მცველის, გაბრიელ მეგალჰაესის შეძენას შეეცდება.

გაბრიელი "რეალის" ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, ის ახალგაზრდაა, ევროპული ფეხბურთის გამოცდილება აქვს და არის ცაცია, რაც მნიშვნელოვანია, რადგან რამოსიც და ვარანიც მარჯვენა ფეხით თამაშობენ. "ლილი" ბრაზილიელს მხოლოდ 20 მილიონ ევროდ აფასებს, შესაბამისად, "რეალისთვის" მისი ხელში ჩაგდება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

გაბრიელი არა ერთხელ დაუკავშირეს ლონდონურს კლუბებს, "ჩელსისა" და "არსენალს". ორივე გუნდი "რეალს" წინააღმდეგობას გაუწევს ბრაზილიელი მცველისთვის ბრძოლაში.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქალხო დამცვლემა ნელი დოროყაშვილს "მსხვერპლი" უწუოდა (ვიდეო)

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით