ლაუტარო მარტინესი "ბარსელონაში" ითამაშებს

21-05-2020, 16:37

არგენტინული გამოცემა Ole იტყობინება, რომ მილანის "ინტერის" ახალგაზრდა თავდამსხმელის, ლაუტარო მარტინესის სატრანსფერო საგა დასრულების პირასაა.

წყაროს თანახმად, "ბარსელონასა" და "ნერაძურის" წარმომადგენლები მოლაპარაკებების ფინალურ ფაზაში არიან და ყველაფერი მალე დასრულდება.

ჯერჯერობით კონკრეტული თანხა არ სახელდება, თუმცა Ole წერს, რომ ლაუტარო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული არგენტინელი გახდება.

შეგახსენებთ, რომ "ბლაუგრანა" უკვე ძალიან დიდი ხანია 22 წლის შემტევის დამატებას ცდილობდა.

"კამპ ნოუზე" "შავ-ლურჯების" ლიდერს ლუის სუარესის მემკვიდრედ მიიჩნევენ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დუმილი დაირღვა, შენგელიას პირველი განცხადება სკანდალურ გადაწყვეტილებაზე

დაგვიმეგობრდით