სანდრო ტონალიმ არჩევანი გააკეთა

21-05-2020, 17:20

იტალიური გამოცემა Calciomercato იტყობინება, რომ "ბრეშას" ახალგაზრდა ნახევარმცველი, სანდრო ტონალი "ბარსელონას" შემოთავაზებას ელოდება.

მანამდე კი Mundo Deportivo-მ დაწერა, რომ ფინანსური პრობლემების გამო "ლურჯ-ბროწეულისფერები" 20 წლის შუახაზელის ტრანსფერზე ვერ ფიქრობდნენ.

50 მილიონ ევროდ შეფასებული სანდრო "ბლაუგრანასთვის" შეიძლება ძალიან ძვირი სიამოვნება გამოდგეს.

კატალონიური გრანდის პასიურობით სარგებლობას კი "პსჟ", "იუვენტუსი", "მანჩესტერ სიტი" და "ინტერი" აპირებენ, რომლებიც ასევე ინტერესდებიან ტონალით.

2019/20 წლების სეზონში "ბრეშას" იტალიელი 1 გოლითა და 5 ასისტით შეეწია.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კობიაშვილი: "ვაისი სამი თვის ხელფასს არ აიღებს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით