უკრაინელი რამოსი: "გავოცდი, ამის გამო საქართველოში შეიძლება გცემონ"

21-05-2020, 19:49

კიევის "დინამოს" უკანახაზელმა დენის პოპოვმა, რომელსაც თავის ქვეყანაში "უკრაინელ რამოსს" ეძახიან, prosto-sport.com-თან გიორგი წიტაიშვილთან მეგობრობასა და საქართველოში სტუმრობაზე ისაუბრა.

"წიტაიშვილთან დიდი ხანია ვმეგობრობ. მისი მიწვევით საქართველოშიც ვიყავი. ასევე მოვნათლე გიორგის პატარა და".

"საქართველოთი აღფრთოვანებული დავრჩი, ძალიან კარგი ქვეყნაა, თუმცა ძირითადად მაშინ ავტომობილით სიარული მოგვიხდა, რადგან ქუჩაში მიტინგები იყო".

"ერთმა რამემ გამაკვირვა, ჩვენთან დედის შეგინება ჩვეულებრივი მოვლენაა, ხოლო საქართველოში ამის გამო შეიძლება ძალიან მაგრად გცემონ". - განაცხადა პოპოვმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

ოქრიაშვილი ტრამვირებულია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით