შოთა არველაძე: "რუსეთთან დაკავშირებით ჩემი შეხედულება ამის შემდეგ შეიცვალა"

21-05-2020, 21:43

საქართველოს ეროვნული ნაკრების ლეგენდამ, შოთა არველაძემ, რუსულ გამოცემა sports.ru-სთან ინტერვიუში საინტერესო და ემოციური კომენტარი გააკეთა.

- როცა 2010 წელს ჰოლანდიელმა დიკ ადვოკაატმა რუსეთის ნაკრებში ასისტენტად მუშაობა შემოგთავაზათ, თქვენ უპასუხეთ: "მე ჯერ კიდევ არ შემიძლია - მათ ჩვენ ქვეყანას ძალიან დიდი ტკივილი მიაყენეს".

ახლა წახვალთ შემოთავაზების შემთხვევაში?

"არც ახლა. ჩვენი მიწები ჯერ კიდევ არავის დაუბრუნებია. 2008 წლის აგვისტოში ჩემი ოჯახი თბილისში იყო, ბავშვები ბათუმში. მახსოვს, რა საშინელება ტრიალებდა ქვეყანაში, რისი დავიწყებაც ძნელია".

"რუსულ კლუბში მუშაობა სხვა საკითხია, მაგრამ ნაკრებში სულ კიდევ სხვა. არ მინდა ჩემი პოლიტიკური გრძნობები ფეხბურთში გავურიო, მაგრამ ის მოგონებები, რაც 2008 წლის ომიდან მაქვს, ყოველთვის დამეხმარება რუსეთთან მიმართებით არჩევნის გაკეთებაში", - განაცხადა არველაძემ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

"მატჩამდე ბიჭებს ვუთხარი თვითმფრინავი ცარიელი გაფრინდება მეთქი"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით