იგუაინის მომავალი კლუბი ცნობილია

21-05-2020, 22:47

Washington Post-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელი, გონსალო იგუაინი სერია ა-ს დატოვებს და კარიერას ამერიკულ MLS-ში გააგრძელებს.

წყაროს ცნობით, 32 წლის არგენტინელი ფეხბურთელი მოლაპარაკებებს "დი სი იუნაიტედთან" აწარმოებს, სადაც მისი ძმა, ფედერიკო იგუაინი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობს.

გონსალო იგუაინმა მიმდინარე სეზონში ტურინის "იუვენტუსის" მაისური 34 შეხვედრაში მოირგო, 8 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გაიფორმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რატომ ვერ მივიდა ნიკოლოზ ბასილაშვილის მეუღლე მისივე პრესკონფერენციაზე ?

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით