ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი სპეციალისტი, მიკელ არტეტა, მის კლუბზე საუბრობს:
"ჩვენს გუნდს ის სჭირდება, რაც პეპ გვარდიოლამ "მანჩესტერ სიტიში", 2017 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გააკეთა და ეს შემადგენლობის სრული გადახალისებაა."
"ვინ წავა კლუბიდან ? სია უკვე შედგენილი მაქვს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერაც არ მიმიღია."
შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა თავკაცმა "მეთოფეთა" ხელმძღვანელის პოზიციაზე, მისი თანამემამულე, უნაი ემერი ჩაანაცვლა.