კვლავ ჰოლანდი - ნორვეგიელ ტალანტზე თავისი აზრი რივალდომაც დააფიქსირა

22-05-2020, 14:24

"ბარსელონას" ბრაზილიელმა ლეგენდამ, რივალდომ თავის ყოფილ კლუბს დორტმუნდის "ბორუსიას" ნორვეგიელი სუპერტალანტის, ერლინგ ჰოლანდის შეძენა ურჩია.

"ჰოლანდის ცივსისხლიანობა საჯარიმოში მას პრივილეგირებულ პოზიციაში აყენებს და "ბარსელონასთვის" იგი დიდებული ვარიანტი იქნებოდა. ნებისმიერი კლუბი, რომელიც ერლინგს შეიძენს, ძალიან იხეირებს.

ფეხბურთელების დამატება მხოლოდ ტრანსფერებისთვის და ყურადღების იმაზე გაუმახვილებლობა, თუ რამდენად ერგებიან ისინი გუნდის სათამაშო სტილს, შეცდომაა. კლუბმა ჯერ ბევრი უნდა იფიქროს და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგეს მოლაპარაკებებს.

ფეხბურთის დროებით შეჩერებამ ლუის სუარესს მისცა საშუალება, რომ დროულად დაბრუნებულიყო. ეს "ბარსასთვის" ისეთივე მუხტი იქნება, როგორიც ახალი ვარსკვლავის მოყვანა იქნებოდა." - განაცხადა რივალდომ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

გუცაევი: "ნაკრები აუცილებლად მან უნდა გაწრთვნას"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით