მარჩელო ლიპი: "რეალმა" 1998 წელს მსაჯის შეცდომის გამო მოიგო"

22-05-2020, 19:21

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა, მარჩელო ლიპიმ, "რეალს" ბრალდება წამოუყენა. ამჟამად ჩინეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის განცხადებით, 1998 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, "რეალმა" "იუვენტუსი" მსაჯის შეცდომის დახმარებით დაამარცხა.

"მიატოვიჩმა გოლი თამაშგარედან გაიტანა. ამას მხოლოდ იმიტომ ვამბობ, რომ ყველას ახსოვდეს. არ მინდა კამათი გამოვიწვიო" - განაცხადა ლიპიმ.

1998 წლის ფინალი რეალმა მინიმალური სხვაობით, 1-0 მოიგო, გოლი 66-ე პრედრაგ მიატოვიჩმა გაიტანა. თავის მხრივ, მიატოვიჩმა არაერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია თავისი გოლის სამართლიანობაში და იცის, რომ გოლი თამაშგარედან არ გაუტანია. ამის ერთ-ერთ მტკიცებულებად კი ის მოაქვს, რომ გოლის შემდეგ "იუვენტუსის" არც ერთ მოთამაშეს პროტესტი არ გამოუხატავს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რატომ ვერ მივიდა ნიკოლოზ ბასილაშვილის მეუღლე მისივე პრესკონფერენციაზე ?

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით