"ბოდიში შენსავით ჭკვიანი რომ არ ვარ", - ნურმაგომედოვმა გულშემატკივარს უპასუხა

22-05-2020, 19:37

UFC-ის დაღესტნელმა ვარსკვლავმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა სოციალურ ქსელში იმ გულშემატკივარს უპასუხა, რომელმაც კორონავირუსი "სიცრუედ" მოიხსენია.

"ჩემ სოფელში 500 ადამიანს პნევმონია აქვს, სავაადმყოფოები სავსეა, გვყავს 11 გარდაიცვლილი. მეზობელ სოფელში ერთ ღამეში 14 ადამიანი გარდაიცვალა და მათ დასაკრძალად დროც კი არ აქვთ. ბოდიში, ისეთივე ჭკვიანი რომ არ ვარ, როგორც შენ", - ასე უპასუხა ნურმაგომედოვმა ერთ-ერთი მომხმარებლის კომენტარს.

შეგახსენებთ, ხაბიბის მამას კორონავირუსი დაუდასტურდა და ახლა ის კომაში იმყოფება. რთული ვითარებაა დაღესტანში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი დაინფიცირებულია

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალური განცხადება

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით