პრემიერლიგამ "ნიუკასლის" არაბ შეიხზე გასხვისების გადაწყვეტილება მიიღო

22-05-2020, 23:17

The Sun-ის მიერ გავრცელებული ინფრომაციით, პრემიერლიგამ კლუბის მფლობელებს "ნიუკასლის" საუდის არაბეთის კონსორციუმზე გასხვისების უფლება მისცა.

ხელშეკრულების სავარაუდო ფასი 300 მილიონი ფუნტი სტერლინგია.

გასაგები მიზეზების გამო, ინგლისური კლუბის გასხვისება დროში გაიწელა, თუმცა ამანდა სტევლიმ, რომელიც საუდის არაბეთის კონსორციუმს წარმოადგენს, განაცხადა, რომ პრემიერლიგამ შეაფასა ხელშეკრულების პირობები და დარღვევა ვერ აღმოაჩინა.

შესაბამისად, მას შემდეგ, რაც მხარე თანხების მობილიზებას მოახდენს და შესაბამისი ხელშეკრულებები გაფორმდება, "ნიუკასლი" ოფიციალურად გადავა ახალი მფლობელების ხელში. სავარაუდოდ, ოფიციალურ განცხადებას მხარეები პირველ ივნისს გამოაქვეყნებენ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გამწარებული სომეხი გულშემატკივრის რეაქცია ქართველი ფენომენის თამაშზე !

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით