"იუვენტუსი" რაიოლასთან მოლაპარაკებებს მართავს

22-05-2020, 23:57

იტალიური პრესის ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსმა" აგენტ მინო რაიოლასთან "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის პოლ პოგბას ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო.

ტურინული კლუბი პოგბას მირალემ პიანიჩისა და ადრიენ რაბიოს შემცვლელად განიხილავს, რომლებიც გუნდს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას დატოვებენ.

პოგბას კონტრაქტი ინგლისურ კლუბთან 2021 წლის 30 ივნისამდეა ძალაში. ხელშეკრულებაში არსებობს თანამშრომლობის ერთი სეზონით გახანგრძლივების პუნქტი.

შეგახსენებთ, ფრანგი "იუვენტუსში" 2012-16 წლებში თამაშობდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ისტორიულ აფრებამდე კოსმონავტები ქართველის თამაშს უყურებდნენ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით