"France Football-მა" პეპ გვარდიოლა მსოფლიოს 50 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში შეიყვანა !

23-05-2020, 03:15

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ფრანგულმა ჟურნალმა, "France Football-მა", საკმაოდ უცნაური სტატია გამოაქვეყნა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რედაქციამ, რომელიც ყოველწლიურად "ოქროს ბურთის" ჯილდოს გასცემს, მსოფლიოს 50 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სია შეადგინა.

ცნობების მიხედვით, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა, ამ ჩამონათვალში აღმოჩნდნენ "მანჩესტერ სიტის" წარმომადგენლები, პეპ გვარდიოლა და რაჰიმ სტერლინგიც.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ცხრილის სათავეში, "Microsoft-ის" დამფუძნებელი, ბილ გეითსი იმყოფება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ისტორიულ აფრებამდე კოსმონავტები ქართველის თამაშს უყურებდნენ

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით