"პსჟ" იკარდის გამოსაყიდვას ეცდება !

23-05-2020, 12:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ფრანგულმა "პარი სენ-ჟერმენმა", არგენტინელი ვარსკვლავის, მაურო იკარდის მომავლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ურუგვაელი თავდამსხმელის, ედინსონ კავანის კონტრაქტის ამოწურვის გამო, "პსჟ-ს" ხელმძღვანელობა მზადაა იჯარით მყოფი შემტევი სრულად გამოისყიდოს.

ცნობების მიხედვით, მილანის "ინტერსა" და ყატარული მფლობელობის კლუბს შორის მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის სატრანსფერო ღირებულება 44.7 მილიონ გირვანქას შეადგენს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რატომ ვერ მივიდა ნიკოლოზ ბასილაშვილის მეუღლე მისივე პრესკონფერენციაზე ?

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით