ანჩელოტი: "ზიდანმა ფეხბურთზე ჩემი წარმოდგენა შეცვალა"

23-05-2020, 13:08

მერსესაიდული "ევერტონის" მთავარი მწვრთნელი, იტალიელი სპეციალისტი, კარლო ანჩელოტი, მადრიდის "რეალის" ფრანგ თავკაცზე, ზინედინ ზიდანზე საუბრობს:

"იმის ბედნიერება მქონდა, რომ ზიდანის დონის მოთამაშე გამეწვრთნა, რომელმაც საშუალება მომცა მოძველებული სისტემა შემეცვალა და 3-1-4-2 ტაქტიკის ნაცვლად, 4-4-2 ფორმაციაზე გადავსულიყავი."

"ეს ცვლილება რევოლუციური აღმოჩნდა, ზინედინმა მისი თამაშით, ფეხბურთზე ჩემი წარმოდგენა შეცვალა."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ლეგენდარული შუახაზელი და ანჩელოტი ერთად, ტურინის "იუვენტუსის" რიგებში მუშაობდნენ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ყველა მატჩი მაყურებლის გარეშე - უეფაში ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით