კილიან მბაპეს ვარიანტი "ნიუკასლის" ამბიციურ პროექტშიც განიხილება

23-05-2020, 17:52

როგორც ცნობილია, „ნიუკასლ იუნაიტედს“ მალე შეიხი დაეპატრონება, რომელიც „კაჭკაჭებთან“ ერთად მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას აპირებს.

დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეიხს FA-მ დართო ნება, რომ გუნდი 300 მილიონი ევროს სანაცვლოდ იყიდოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი სატრანსფერო ბაზარზე 2020 წლის ზაფხულიდანვე ჩაერთვებიან.

ინგლისური გუნდის ინტერესებში არაერთი ვარსკვლავი მოხვდა, მათ შორის კი „პსჟ“-ს ახალგაზრდა ტალანტი, კილიან მბაპე. როგორც ცნობილია, ის მადრიდის „რეალის“ მთავარი სამიზნეა, ხოლო „ნიუკასლის“ სახით „სამეფო კლუბს“ კიდევ ერთი შემაკავებელი ბერკეტი გაუჩნდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ გარდა 20 წლის მბაპესი, „კაჭკაჭები“ სწორედ მადრიდული გუნდის ფეხბურთელის, გარეთ ბეილის გადაბირებასაც ეცდებიან.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კობიაშვილი: "ვაისი სამი თვის ხელფასს არ აიღებს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით