ანჩელოტი: "ის პირველი მოთამაშე იყო, ვინც ფეხბურთის შეცვლის საშუალება მომცა"

23-05-2020, 21:48

"ევერტონის" იტალიელმა დამრიგებელმა კარლო ანჩელოტიმ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას  "იუვენტუსისაა" და ზინედინ ზიდანთან მუშაობის პერიოდ გაიხსენა.

"ზიდანთან ერთად მე შევეცადე, შემეცვალა ჩემი წარმოდგენა სისტემის შესახებ. ის პირველი მოთამაშე იყო, რომელმაც ფეხბურთის შეცვლის საშუალება მომცა".

"თავდაპირველად ჩვენ ვიყენებდით 3-4-1-2 სისტემას, სადაც ალესანდრო დელ პიერო და ფილიპო ინძაგი წინ იყვნენ და ზიდანი მათ უკან თამაშობდა. შემდეგ ჩვენ ოთხ მცველზე გადავედით, წინ კი ყველაფერი ძველებურად დავტოვეთ".

ზიდანმა ჩემი წარმოდგენა შეცვალა ფეხბურთის შესახებ. "იუვენტუსამდე" 4-4-2 სისტემის მიმდევარი ვიყავი, შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა", - ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს "Sky Sports"-ი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რატომ ვერ მივიდა ნიკოლოზ ბასილაშვილის მეუღლე მისივე პრესკონფერენციაზე ?

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით