რა უთხრა მოურინიომ გვარდიოლას 2010 წელს?

23-05-2020, 22:06

ჩემპიონთა ლიგის 2009-2010 წლების სეზონის 1/2 ფინალში, მოურინიოს "ინტერი" გვარდიოლას "ბარსელონას" შეხვდა.

1/2 ფინალის განმეორებით შეხვედრაში, მსაჯმა მოედნიდან "ინტერის" ფეხბურთელი, ტიაგო მოტა გააძევა და მოურინიომ სწორედ აღნიშნული ეპიზოდი გაიხსენა.

"როცა ბუსკეტსი მოწყვეტით მინდორზე დაეცა, ზუსტად იქ ვიდექი, სადაც ეპიზოდი მოხდა, ანუ ჩვენსა და მათ სათადარიგოთა სკამებს შორის. გვერდითა ხედვით შევამჩნიე, რომ "ბარსელონა" ამ გაძევებას ისე აღნიშნავდა, თითქოს მოგება უკვე გარანტირებული ჰქონდა".

"გვარდიოლამ თავისთან იბრაჰიმოვიჩს უხმო და ტაქტიკებზე დაუწყო ლაპარაკი. 11-10-ზე თამაშის დროს, ტაქტიკებზე ლაპარაკი... მე კი მათთან უბრალოდ მივედი და ვუთხარი: "დროზე ადრე ნუ გიხარიათ, მატჩი ჯერ არ დამთავრებულა", - იხსენებს მოურინიო.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რატომ ვერ მივიდა ნიკოლოზ ბასილაშვილის მეუღლე მისივე პრესკონფერენციაზე ?

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით