გრანდების ინტერესი კალიდუ კულიბალისადმი არ იკლებს

25-05-2020, 17:23

მადრიდის „რეალი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ცენტრალური მცველის გადაბირებითაა დაინტერესებული.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „სამეფო კლუბის“ სამიზნეთა სიაში „ნაპოლის“ ერთ-ერთი ლიდერი, კალიდუ კულიბალიც მოხვდა.

როგორც ირკვევა, მადრიდულმა გრანდმა კულიბალის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო და მისი ტრანსფერით დაინტერესებული აღარაა. დიდი ალბათობით, ეს მისდამი დიდი კონკურენციითაა გამოწვეული- 28 წლის მცველის გადაბირება „რეალის“ გარდა კატალონიის „ბარსელონას“, „პსჟ“-ს, ლონდონის „ტოტენჰემს“, „მანჩესტერ იუნაიტედს“ „ლივერპულსა“ და „მანჩესტერ სიტის“ სურს.

მისი ტრანსფერის რეალიზაციასთან ყველაზე ახლოს „წითელი ეშმაკები“ არიან, რომლებიც სენეგალელის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს იხდიან.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უტკინი: "ამიტომ იყიდა "რუბინმა" კვარაცხელია"

დაგვიმეგობრდით