არც ბათუმის და არც თბილისის "დინამო" - ანანიძის ახალი კლუბი ცნობილია

26-05-2020, 19:34

რუსი ჟურნალისტი ჟურნალისტი სერგეი ეგოროვის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯანო ანანიძე სავარაუდოდ, რუსეთის პრემიელრიგაში დაბრუნდება და ვოლგოგრადის "როტოში" ჩაირიცხება.

"საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტას "ანორთოსისის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე, შესაძლოა. ვოლგოგრადის "როტორში" წავიდეს. მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილი ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას ივნისში გაივლის".

"მოთამაშესთან კონტრაქტის გაფორმების ალბათობა მისი სამედიცინო შემოწმების შედეგებით გაირკვევა. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია შემდეგი პირობები - 1 წლიანი კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც, ანანიძე თვეში 1,5 მილიონ რუბლს (დაახლოებით, 21 ათას დოლარს) მიიღებს", - წერს ეგოროვი Telegram-ში.

შეგახსენებთ, ანანიძეს ბოლო დროს ყველაზე აქტიურად ქართულ კლუბებს "დინამო თბილისაა" და "დიანო ბათუმს" უკავშირებდნენ, მაგრამ კლუბებსა და ჯანოს შორის შეთანხმება ვერ შედგა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უტკინი: "ამიტომ იყიდა "რუბინმა" კვარაცხელია"

დაგვიმეგობრდით