კობიაშვილმა საქართველო-ბელარუსის მატჩის თარიღი დაასახელა

26-05-2020, 20:07

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა საქართველოს პირველი არხთან ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოსა და ბელარუსის ეროვნული ნაკრებების გადადებული შეხვედრის შესაძლო თარიღი დაასახელა

"მოგეხსენებათ, რომ უეფა-მ აღამსკომი 27 მაისიდან 17 ივნისს გადადო. ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერ თარიღზე უეფაც არაა ჩამოყალიბებული, მაგრამ არსებობს გარკვეული გეგმა, რომლის თანახმადაც, მატჩი შემოდგომაზე, ოქტომბერში გაიმართება", - განაცხადა საქართველოს პირველი არხთან ლევან კობიაშვილმა.

შეგახსენებთ, ერთა ლიგის ნახევარფინალების მატჩები კორონავირუსის გამოა გადადებული.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უტკინი: "ამიტომ იყიდა "რუბინმა" კვარაცხელია"

დაგვიმეგობრდით