იაშვილი ვაისის კონტრაქტზე: "ორივე მხარეს სურდა, რომ.."

27-05-2020, 22:37

როგორც მოგეხსენებათ, ვლადიმერ ვაისმა კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა.

აღნიშნულის შესახებ გადაცემაში "სპორტი იმედზე" სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ისაუბრა.

"ვაისთან კონტრაქტი ისე იყო გაფორმებული, რომ ევრო 2020-ის პლეი ოფში გუნდთან ერთად უნდა ყოფილიყო. უეფას უნდა, რომ ერთა ლიგის ახალი გათამაშება სექტემბერში დაიწყოს, ხოლო ევრო2020-ის პლეი ოფის ნახევარფინალი ოქტომბერში გაიმართოს. ამიტომ ამ კითხვაზე ზუსტად პასუხის გაცემა რთულია".

"ფაქტი ისაა, რომ ორივე მხარის სურვილი იყო, რომ გზა, რომელიც დავიწყეთ, ერთად გაგვეგრძელებინა. ახალი კონტრაქტი კი 1 ივლისიდან არის გაფორმებული", - ამბობს ალექსანდრე იაშვილი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უტკინი: "ამიტომ იყიდა "რუბინმა" კვარაცხელია"

დაგვიმეგობრდით