ბასილაშვილის საქმე ჯოკოვიჩამდეც მივიდა

28-05-2020, 23:44

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე შესაძლოა ნოვაკ ჯოკოვიჩი დაკითხონ.

"პრაიმტაიმის" ინფორმაციით, მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში სასამართლოს ჩვენება მისცეს 2019 წლის ინციდენტზე, რომელიც ამერიკის ღია ჩემპიონატზე მოხდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ ჯოკოვიჩი ბასილაშვილს უკვე ესაუბრა და მხარდაჭერა აღუთქვა. ადვოკატი არ აკონკრეტებს, თუმცა არც უარყოფს, რომ სასამართლოს ჩვენებას უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც მისცემენ.

"მათთვის ცნობილია გარკვეული ფაქტები. მაგალითად, ამერიკის ღია ჩემპიონატზე ქალბატონი ნეკა ჩავიდა და იქ მოხდა არასასიამოვნო დიალოგი. საქმე იქამდე მივიდა, რომ ჩემპიონატის დირექცია იძულებული გახდა, ნეკა დოროყაშვილისთვის აკრედიტაცია გაეუქმებინა და დაცვის თანხლებით გაეყვანათ", -  ამბობს ირმა ჭკადუა.

მისივე ინფორმაციით, ყოფილი მეუღლის მხრიდან არაერთხელ იყო მუქარა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის კარიერას დაანგრევდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უტკინი: "ამიტომ იყიდა "რუბინმა" კვარაცხელია"

დაგვიმეგობრდით