საქართველოს ეროვნული ლიგის განალების თარიღი ცნობილია

29-05-2020, 15:37

საქართველოს ეროვნული ლიგის განახლებასთან დაკავშირებით ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ეროვნული ლიგა 25 ივნისიდან განახლდეს. პირველი ორი ტურის შედეგები შენარჩუნდება და პირველობა მესამე ტურიდან გაგრძელდება. თუმცა, ფორმატი შეიცვალა და ოთხის ნაცვლად გუნდები ორ წრედ ითამაშებენ".

"თამაშების განახლებამდე ფეხბურთელების ტესტირება ჩატარდება ორჯერ: პირველად 1-7 ივნისს, მეორედ კი უშუალოდ მატჩების განახლებამდე, 22-24 ივნისს".

"ასევე ჩვეულებრივად გაიმართება დავით ყიფიანის თასის გათამაშება, თუმცა ევროთასებზე მონაწილე გუნდები გათამაშებაში მერვედფინალიდან ჩაერთვებიან"-  განაცხადა მუჯირმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უტკინი: "ამიტომ იყიდა "რუბინმა" კვარაცხელია"

დაგვიმეგობრდით