გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგაში ითამაშებს

29-05-2020, 18:25

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი კარიერას ესპანეთში - ლა ლიგის ბინადარ "ლევანტეში" გააგრძელებს. 20 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ვალენსიურ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

გავლენიანი ესპანური გამოცემა AS-ის ცნობით, ქოჩორაშვილი "ლევანტეს" დუბლშემადგენლობაში გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, პაკო ლოპესმა შეამჩნია და მასზე დიდ იმედებს ამყარებს.

შეგახსენებთ, ქოჩორაშვილი 2018 წელს "საბურთალოდან" "ჟირონაში" გადავიდა და 2 ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, "ტოტენჰემთანაც".

2019 წელს "ლევანტეში" აღმოჩნდა, თავიდან დუბლშემადგენლობაში გამოდიოდა, ახლა კი შანსი აქვს ლა ლიგაში ითამაშოს.





კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უტკინი: "ამიტომ იყიდა "რუბინმა" კვარაცხელია"

დაგვიმეგობრდით