მაურო იკარდი "პარი სენ-ჟერმენში" დარჩება

30-05-2020, 16:32

არგენტინელი ფორვარდი მაურო იკარდი "პარი სენ-ჟერმენში" დარჩება. ფრანგებმა "ინტერიდან" იკარდის გამოსყიდვა გუშინ გადაწყვიტეს.

ფაბრიციო რომანო და ჯანლუკა დი მარციო იტყობინებიან, რომ იკარდის "იუვეში" გადასვლის შანსები მიზერულიღა რჩება. მათი ცნობით, პარიზული კლუბი არგენტინელთან შეთანხმების მიღწევასთან ძალიან ახლოსაა.

როგორც ცნობილია, პსჟ "ნერაძურის" 57 მილიონს გადაუხდის და მაუროს გამოისყიდის.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს იკარდის "იუვეში" თამაში ერჩივნა, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ასე არაა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



რა შემთხვევაში დატოვებს კვარაცხელია რუბინს - MatchTV

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია

დაგვიმეგობრდით