"სევილიამ" "ბარსელონადან" შესაძლოა 2 ფეხბურთელი წაიყვანოს

30-05-2020, 17:15

როგორც მოგეხსენებათ, უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც "ბარსელონას" ხორვატ ნახევარმცველს, ივან რაკიტიჩს "სევილიაში" დაბრუნებას უწინასწარმეტყველებენ.

ახლა კი Mundo Deportivo იტყობინება, რომ "დალაქების" რადარზე "ბლაუგრანას" კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოჩნდა.

წყაროს თანახმად, ანდალუსიელები "ბარსას" საკუთრებაში მყოფი სენეგალელით, მუსა ვაგეთი ინტერესდებიან.

აღსანიშნავია ისიც, რომ 21 წლის ფლანგელთან გამომშვიდობებას "ლურჯ-ბროწეულისფერებიც" გეგმავენ.

ამჟამად მუსა ფრანგულ "ნიცაშია" განათხოვრებული, სადაც მან 5 მატჩის გამართვა და 2 ასისტის მითვლა მოასწრო.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.



ქართული ამბები

გრიგალავა ტრამვირებულია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით