ჰოლანდის სატრანსფერო მომავლთან დაკავშირებით სიახლეებია

30-05-2020, 21:40

მადრიდის „რეალი“ „დორტმუნდის“ ერთ-ერთი ლიდერის, ერლინგ ჰოლანდის გადაბირებას აპირებს.

მადრიდული გამოცემა AS-ის ინფორმაციით, მის შესაძლო ტრანსფერში ახალი ვარიანტი გამოჩნდა- აჩრაფ ჰაკიმი. როგორც ცნობილია, ის გერმანულ გუნდში იჯარის წესით ირიცხება, ხოლო „სამეფო კლუბი“ ზაფხულში მის დაბრუნებას აპირებს.

შესაძლოა, ფლორენტინო პერესი მაროკოელი ფეხბურთელის გაშვებას ნორვეგიელი ფორვარდის სანაცვლოდ დათანხმდეს. მიუხედავად ამისა, აღნიშნული ტრანსფერი 2020 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მაინც ნაკლებ სავარაუდოდ ითვლება.

როგორც ირკვევა, მისი ტრანსფერი 2021 ან 2022 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გაცილებით რეალურია.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უტკინი: "ამიტომ იყიდა "რუბინმა" კვარაცხელია"

დაგვიმეგობრდით