შენგელია ევროლიგის ორ სიმბოლურ გუნდში მოხვდა

30-05-2020, 20:47

საკალათბურთო ევროლიგამ, კორონავირუსის პანდემიის გამო, სეზონის გადარჩენა ვერ შეძლო და ოფიციალურად ჩაშლილად გამოაცხადა.

ამ ამბის ფონზე, EUROBASKET.com-მა გადაწყვიტა საუკეთესო მოთამაშეები დაესახელებინა და ამით მცირედ წაეხალისებინა.

რჩეულთა შორის საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ესპანური "ბასკონიას" ლიდერი თორნიკე შენგელიაც მოხვდა. ვიტორიელთა კაპიტანი ერთბაშად ორ სიმბოლურ ხუთეულში შეიყვანეს - ევროლიგის სიმბოლურ ნაკრებსა და ევროპელთა გუნდში.

პირველი სიმბოლური

შეინ კარლინი, მაიკ ჯეიმსი, თორნიკე შენგელია, ნიკოლა მიროტიჩი, გრეგ მონრო

მეორე სიმბოლური

ნიკ კალატესი, ალექსეი შვედი, სკოტ ვილბეკინი, ბოიან დუბლევიჩი, ნიკოლა მილუტინოვი

ევროპელთა ხუთეული

ნიკ კალატესი, ალექსეი შვედი, თორნიკე შენგელია, ნიკოლა მიროტიჩი, ნიკოლა მილუტინოვი

უცხოელთა ხუთეული

შეინ ლარკინი, მაიკ ჯეიმსი, სკოტ ვილბეკინი, დერიკ უილიამსი, გრეგ მონრო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უტკინი: "ამიტომ იყიდა "რუბინმა" კვარაცხელია"

დაგვიმეგობრდით