ბასილაშვილი: "ამას რომ ჩემი კარიერა შეეწიროს, მთავარი მაინც ისაა, ჩემმა შვილმა არ მითხრას, რომ ცუდი მამა ვარ"

31-05-2020, 19:47

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა ქალბატონმა ირმა ჭკადუამ თავისი კლიენტის საქმის გარკვეული დეტალების შესახებ ტელეკომპანია "პოსტვზე", შალვა რამიშვილის გადაცემაში ისაუბრა.

ჭკადუას თქმით, ბასილაშვილისთვის უმთავრესი საკუთარი შვილის კეთილდღეობაა და მისთვის ყველაფერს გააკეთებს.

"მან იცის, რომ შვილზე ზრუნვა მისი მთავარი მოვალეობაა. ყველა ხარჯს, რომელიც ბავშვს სჭირდება, მას თავის თავზე აქვს აღებული".

"მისთვის უპირველესი ამოცანა არის შვილის კეთილდღეობა. ის ამბობს, რომ თავისი კარიერაც რომ შეეწიროს ამ ყველაფერს, მთავარი მაინც შვილის კარგად ყოფნაა. გაიზარდოს ჯანსაღ გარემოში და არ მითხრას, რომ მე ვარ ცუდი მამა". - განაცხადა ჭკადუამ ეთერში.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უტკინი: "ამიტომ იყიდა "რუბინმა" კვარაცხელია"

დაგვიმეგობრდით