"ჯოკოვიჩმა ბასილაშვილი თბილად მოიკითხა. მისი თქმით..." - რას წერს საქართველოს საქმეთა რწმუნებული

31-05-2020, 23:03

29 მაისს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში "დიპლომატიის დღისადმი" მიძღვნილ ღონისძიებაზე სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი სპეციალური პრიზით დააჯილდოვეს.

ცერემონიალს ასევე დაესწრო სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ილია კობერიძე.

ღონისძიების შემდეგ კობერიძემ სოციალურ ქსელში დაწერა:

"დღეს სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სერბეთის "დიპლომატის დღის" აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე, საგარეო საქმეთა მინისტრმა ნოვაკ ჯოკოვიჩი სპეციალური სიგელით დააჯილდოვა მის მიერ სახალხო დიპლომატიაში შეტანილი წვლილისა და გამორჩეული პირადი ძალისხმევისთვის, რითაც ხელს უწყობს სერბეთისა და მისი ხალხის ინტერესების გავრცელებას მსოფლიოში.

ნოლეს მეც მივულოცე ეს მორიგი აღიარება. მოკლედ ვისაუბრეთ ნიკოლოზ ბასილაშვილის ირგვლივ შექმნილ ვითარებაზეც. ჯოკოვიჩმა ნიკა გულთბილად მოიკითხა და იმედი გამოთქვა, რომ ეს უსიამოვნო ინციდენტი მალე დასრულდება". - წერს კობერიძე.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უტკინი: "ამიტომ იყიდა "რუბინმა" კვარაცხელია"

დაგვიმეგობრდით