"ინტერს" სანჩესის იჯარის გახანგრძლივება სურს !

1-06-2020, 13:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მილანის "ინტერმა" ჩილელი თავდამსხმელის, ალექსის სანჩესის მომავლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიელი მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობის გუნდს, შემტევის "მანჩესტერ იუნაიტედიდან" იჯარის გახანგრძლივება სურს.

ცნობების მიხედვით, "ნერაძურის" მიზანია სანჩესის პერფორმანსები, მომდევნო წლის განმავლობაში შეაფასოც და შემდეგ გააკეთოს არჩევანი მის სრულად შეძენაზე.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებით ამჟამად ყველაზე მეტად, "დორტმუნდის ბორუსიაა" დაინტერესებული.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



რა შემთხვევაში დატოვებს კვარაცხელია რუბინს - MatchTV

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია

დაგვიმეგობრდით