"სესხი აიღო, უძრავო ქონება გაყიდა, ნათესავებიც დაგვეხმარნენ და შემდეგ ნიკოლოზი ამერიკაში წავიდა იქ კი..."

1-06-2020, 21:35

"კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ნიკოლოზ ბასილაშვილის ძმამ თენგო ბასილაშვილმა საკუთარი ოჯახის წევრის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა.

თენგოს თქმით, ნიკოლოზს დალხენილი ცხოვრება არსდროს ჰქონია და რასაც მიაღწია, მხოლოდ თავისი შრომით.

"მამას გადაწყვეტილებით, მთელი ოჯახის ბიუჯეტი ნიკას მოხმარდა. მან შეუძლებელი შეძლო! 12 წლის ასაკში ამერიკაში წავიდა, რაც ადვილი არ იყო. ნოდარმა სესხი აიღო, უძრავი ქონება გაყიდა, ნათესავებიც დაგვეხმარნენ".

"თინეიჯერობიდან პროფესიულ ჩოგბურთში გადასვლა ძალიან რთულია. ბევრმა სწორედ მაშინ დაანება სპორტს თავი, თუმცა ნიკას მამა ამ პერიოდშიც ძალიან დაეხმარა".

"მას ნელისთვის 100 000 ლარი თვეში არ გადუხდია, ეს დიდი თანხაა და საშუალება არ აქვს, თუმცა ოჯახს არაფერს აკლებდა."

"კარანტინი რომ მოიხსნა, ნიკამ ბავშვთან ურთიერთობა განაახლა. იმ დღეს ნე­ლის­თან ბავ­შვის წა­მო­საყ­ვა­ნად ერ­თად მი­ვე­დით. არ მინ­დო­და, მარ­ტო მი­სუ­ლი­ყო, რად­გან მისგან ცუდს ყო­ველ­თვის ვე­ლო­დით". - განაცხადა თენგო ბასილაშვილმა.

წყარო: კვირის პალიტრა. სიახლე სრულად იხილეთ "კვირის პალიტრას" გვერდზე. ბმული

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უტკინი: "ამიტომ იყიდა "რუბინმა" კვარაცხელია"

დაგვიმეგობრდით