ნადალი: "ბასილაშვილისგან ეს სრულიად მოულოდნელი იყო. მოხარული ვარ, რომ ბოლოს ეს მაინც გამოვიდა"

2-06-2020, 22:59

წელს, იანვარში ATP Cup-ზე საქართველოს ნაკრები ჩაერთო და დევისის თასის გამარჯვებულ ესპანეთის ნაკრებთან დამარცხდა.

დაძაბული შეხვედრა გამოვიდა ნაკრებების პირველ ნომრებს, ნიკოლოზ ბასილაშვილსა და რაფაელ ნადალს შორის, რომელიც საბოლოოდ ესპანელის გამარჯვებით დასრულდა - 6:3; 7:5.

შეხვედრის შემდგომ მსოფლიო რეიტინგის პირველმა ჩოგანმა კომენტარი გააკეთა.

"დაძაბული თამაში გამოვიდა. ნიკოლოზი დიდებული ჩოგბურთელია და მან ეს დღესაც დაამტკიცა."

"გარკვეულ მომენტებში შეცდომებს ვუშვებდი, რასაც ბასილაშვილის კარგი თამაშიც ერთვოდა, უძლიერესი დარტყმები ჰქონდა და ამას არ ველოდი. სწორედ ამან გამოიწვია მეორე სეტში ზედიზედ ორი ბრეიკის გაშვება. მოხარული ვარ, რომ საბოლოოდ მაინც შევძელი გამარჯვება." - აცხადებს ნადალი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უტკინი: "ამიტომ იყიდა "რუბინმა" კვარაცხელია"

დაგვიმეგობრდით