სანდრო ტონალიმ იტალიურ გუნდთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა

2-06-2020, 23:09

როგორც გავლენიანი იტალიური გამოცემა Corriere Della Sera იტყობინება, "ბრეშას" ლიდერმა სანდრო ტონალიმ "ინტერთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა.

წყაროს ცნობით, 20 წლის ფეხბურთელი მილანურ კლუბში ხელფასის სახით 2,5 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო "ინტერს" აღნიშნული ტრანსფერი 50 მილიონი ევრო დაუჯდება.

შეგახსენებთ, რომ სანდრო ტონალი "ბრეშას" ძირითად გუნდში პირველად 2017 წელს გამოჩნდა. მას შემდეგ, მან კლუბის მაისური 77 შეხვედრაში მოირგო და 6 გოლთან ერთად 14 საგოლე გადაცემა გაიფორმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



რა შემთხვევაში დატოვებს კვარაცხელია რუბინს - MatchTV

პროგნოზები

-
მოგებულია
-
წაგებულია
-
მოგებულია

დაგვიმეგობრდით