ლუკაშენკო ამის გამკეთებელია, რა ელით ბელორუს ფეხბურთელებს საქართველოსთან მარცხის შემთხვევაში

3-06-2020, 23:20

ბელორუსის ჩემპიონატი კორონაპანდემიის გამო არ შეჩერებულა. ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები იდეალურ ფორმაში არიან და სავარაუდოდ, საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის ნახევარფინალსაც კარგ კონფიციებში შეხვდებიან.

ადგილობრივი მედია წერს, რომ ნაკრების მოსამზადებლად ყველაფერს აკეთებენ. მათთვის ახლა პრიორიტეტული საქართველოს ნაკრების დამარცხება, ხოლო შემდეგ ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებაა.

იმ შემთხვევაში, თუ ბელორუსი ფეხბურთელები საქართველოს ბარიერის დაძლევას ვერ მოახერხებენ, ქვეყნის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ფეხბურთს სპორტის პრიორიტეტული სახეობებიდან ამოიღებს და დაფინანსებას შეუმცირებს.

ჯერჯერობით უცნობია, როდის დაუპირისპირდება საქართველოს ნაკრები ბელორუსს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

უტკინი: "ამიტომ იყიდა "რუბინმა" კვარაცხელია"

დაგვიმეგობრდით